ელგუჯა ხოკრიშვილი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, ნაირობიში, გარემოსდაცვითი ასამბლეის (UNEA) ბიუროს შეხვედრის ფარგლებში, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელ დირექტორს ახიმ შტაინერს შეხვდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს მეორე გენერალური ასამბლეის (UNEA-2) მოსამზადებელი საკითხების გარდა, შეხვედრაზე მხარეებმა განხილეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა UNEP-ის ხელშეწყობა საქართველოსთვის ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკის (TEEB) კვლევის გაგრძელებაში, მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობების განვითარება და მდინარეების წყლის მინიმალური ეკოლოგიური ხარჯის გათვლის მეთოდოლოგია. ასევე, მხარეებმა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გაუმჯობესების და საქართველოში გარემოსდაცვითი პროგრამების დახვეწის მიზნით UNEP-ის ექსპერტების ჩართულობის საკითხზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები