გია ვოლსკი „კაბელების საქმეზე“: პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, გამოსვლებისგან თავი შეიკავონ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი დეპუტატებს მოუწოდებს, როდესაც სასამართლო პროცესია ჩანიშნული, გარკვეულ თემებზე საუბრისგან თავი შეიკავნონ. ამის შესახებ დეპუტატმა ე.წ. კაბელების საქმის თემის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ეს პროცესი მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და მათ უნდა დაინახონ, რომ სასამართლო დამოუკიდებელია.
„პოლიტიკოსებს მოვუწოდებდი, რომ როდესაც პროცესია ჩანიშნული და გამოძიება მიმდინარეობს, შეიკავონ თავი გამოსვლებისგან და გარკვეულ საკითხებში გარკვეულობის დემონსტრირებისგან. იწყება პროცესი, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი და მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ არსებობს სასამართლო, რომელიც არ არის დამოკიდებული სამთავრობო მითითებებზე“, – განაცხადა ვოლსკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები