სახალხო დამცველი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტს დადებითად აფასებს

სახალხო დამცველმა წლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი. უჩა ნანუაშვილმა დოკუმენტში მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის აღმოფხვრას და პრევენციის მექნიზმს.
„მისასალმებელია 2014 წელს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის სფეროში ევროპის საბჭოს „სექსუალური ექსპლოატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ კონვენციაზე საქართველოს შეერთების ფაქტი. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით შემუშავებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი, რომლის მიღებაც 2015 წელს არის დაგეგმილი. გასულ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად რჩება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რომლის თანამიმდევრული იმპლემენტაცია უკვე აისახა პროპორციულ და გონივრულ სასჯელებზე, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების პროცენტული მაჩვენებლის შემცირებაზე“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მოხსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები