მაია ფანჯიკიძე ე.წ. კაბელების საქმეზე: ველოდები მიუკერძოებელ, ობიექტურ სასამართლოს

„თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეში მას ობიექტური და მიუკერძოებელი სასამართლოს იმედი აქვს. ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
“ამ ადამიანების უდანაშაულობაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და დღეს ველოდები მიუკერძოებელ, ობიექტურ სასამართლოს”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
სასამართლო პროცესს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია და სხვა წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გასული წლის ნოემბერში დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად ედებათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა, კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები