გიორგი მარგველაშვილი: ჩემი განსახილველი არ არის, რატომ დაურეკა ალასანიას ჯანელიძემ

მინდია ჯანელიძის მიერ ალასანიასთან განხორციელებული ზარი უბრალოდ პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თოქ-შოუ „არჩევანში“ განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი განსახილველი არ არის, რატომ განხორციელდა აღნიშნული ზარი.
„მთლიანად საიდუმლოა ეს საქმე და არ მგონია, რომ არც მოქმედმა, არც ყოფილმა მინისტრმა ეს თემა ღია ეთერში უნდა განიხილონ. ამ საქმის დეტალებზე ინფორმირებული ვართ და ამ პროცესს თვალს ვადევნებთ.

არ მგონია, რომ რაიმე გასაჯაროებულია, გარდა ზარისა. ეს ზარი და ეს ურთიერთობა არის პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობა, აქ არც არაფერია დასამალი და შეგვიძლია ეს განვიხილოთ. უბრალოდ, ჩემი განსახილველი არ არის, რატომ დაურეკა მაშინ მოქმედ თავდაცვის მინისტრს უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა და რა უთხრა.
პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობები ყოველთვის აქტუალურია, ირაკლის არ მოეწონა ურთიერთობის ეს ფორმა, ეს ყველაფერი ყოველდღიური პოლიტიკური პროცესია“, -განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, საფრანგეთში ვიზიტის დროს, მას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ დაურეკა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები გადასცა. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, პრემიერის სიტყვების თანახმად, მას საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმისთვის ხელი არ უნდა მოეწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები