ლალი მოროშკინა პროკურატურაში დაიბარეს
ლალი მოროშკინას მთავარ პროკურატურაში ხვალ 12.00 საათზე ელოდებიან. როგორც „კვირას“ ლალი მოროშკინამ განუცხადა, პროკურატურაში ის ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს.
“წლებია ბესიკ ხარძიანს ვიცნობდი და მისი მკვლელობა ჩემთვის ტრაგედიაა. როდესაც პენიტენციალურ სისტემაში ვმუშაობდი, პირველი ვიყავი, ვინც ის საპატიმროში მოინახულა. როგორც ხარძიანის მკვლელობა, სხვა გახმაურებული მკვლელობებიც დროულად უნდა იქნას გამოძიებული და გახსნილი”, -განაცხადა მოროშკინამ.
ბესიკ ხარძიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. ბიზნესმენი ცეცხლნასროლი ჭრილობებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით პირი, რომელმაც ხარძიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, მოტოციკლზე იჯდა და შავი ჩაფხუტი ეფარა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.