დავით მათიკაშვილი: სახელმწიფო მუდმივად ცდილობს მხარში დაუდგეს მოქალაქეებს
„სახელმწიფო მუდმივად ცდილობს კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით მხარში დაუდგეს ჩვენს თანამოქალაქეებს,“ -ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ტაქსის მძღოლების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
„აღნიშნული გადაწყვეტილება მძღოლებისთვის ჯარიმა-საურავების ჩამოწერას გულისხმობს, ეს ხელს შეუწყობს მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას და სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მოპყრობის კიდევ ერთ ცალსახა ფაქტს წარმოადგენს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლდებიან მძღოლები, რომლებმაც დედაქალაქში ტაქსით მომსახურება შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით განახორციელეს.