შესყიდვების სააგენტოს დღეს ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის არასამთავრობო ორგანიზაციები ესტუმრნენ

საქართველოს შესყიდვების სააგენტოს დღეს ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცის დელეგაციები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი ელექტრონული ტენდერების სისტემის გაცნობა იყო.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – ყირგიზეთი” – ადილბეკ შარშენბაევი და აიგულ აკმატჟანოვა, კოალიცია “გამჭვირვალობა განვითარებისთვის” (ტაჯიკეთი) – ტოჩინისო აზიზოვა, “პროფესიონალი კონსულტანტების კავშირი” (ტაჯიკეთი) – ანა შუკუროვა და “ანტიკორუფციული განათლების ცენტრი” (ტაჯიკეთი) – ალიაკბარ აბდულოევი.
“შეხვედრის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია. სტუმრებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს შეკითხვებზე. მათი თქმით, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა საერთაშორისოდ აღიარებულია, სურვილი ჰქონდათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ შესყიდვების სისტემას და პროცედურებს, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას და სააგენტოს საქმიანობას. შეხვედრის ბოლოს დელეგაციის წევრებმა დიდი მადლობა გადაუხადეს სააგენტოს წარმომადგენლებს საინტერესო პრეზენტაციისა და გულთბილი შეხვედრისათვის”, – განაცხადეს სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები