საკრებულოში ტრანპორტის საქალაქო სამსახურის ახალ უფროსს მოუსმინეს

 

თბილისის საკრებულოში დღეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალ უფროსს გიორგი გურგენიძეს მოუსმინეს. აღნიშნულ შეხვედრაზე გიორგი გურგენიძემ სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. ესენია: სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმის შედგენა, არსებული ავტოპარკის ახლით ჩანაცვლება და პარკინგის მოწყობის საკითხები. გურგენიძის განცხადებით, არსებული პრობლემების გათვალისწინებით, შემუშავდება თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმა, შემდეგი ეტაპი კი მოკლე და გრძელვადიან სტრატეგიაზე გადასვლა იქნება. რაც შეეხება პარკინგის ინფრასტრუქტურის მოწყობას, გურგენიძის განცხადებით, მზადდება ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი, რომელიც თანამედროვე ტიპის და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტოსადგომების მოწყობას ითვალისწინებს. რაც შეეხება ავტობუსების პარკის განახლებას, გურგენიძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს დოკუმენტის სრულყოფა, რომლის მიხედვითაც, არსებული ავტოპარკი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ავტობუსებით ჩანაცვლდება. აღსანიშნავია ისიც, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურსა და საკრებულოს შორის ჩამოყალიბდეს საკომუნიკაციო ჯგუფი, სადაც ერთობლივ იდეებსა და პროექტებს განიხილავენ. არნიშნული ინიციატივა თავად გურგენიძეს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები