პაატა ზაქარეიშვილი ასირიელებს “ხაბ-ნისანის” დღესასწაულს ულოცავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში მცხოვრებ ასირიელებს “ხაბ-ნისანის” დღესასწაულს ულოცავს. პაატა ზაქარეიშვილი ყველა ასირიელ მოქალაქეს დღესასწაულს ულოცავს და მათ მშვიდობას და ბედნიერებას უსურვებს.
“გაზაფხულის, სიყვარულისა და განახლების ამ ლამაზ დღეს ვულოცავ საქართველოს ყველა ასირიელ მოქალაქეს და ვუსურვებ, რომ ეს ახალი წელი ყოფილიყოს მათთვის მშვიდობის, ბედნიერებისა და ყოველივე სიკეთის საწყისი. ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის კულტურისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
„ხაბ-ნისანი“ ასირიელთა ახალი წლის დადგომის მაუწყებელი ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც 1 აპრილს აღნიშნავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები