ლუკა კურტანიძე: ჩემი მეუღლე კარგი სპეციალისტია, მე ვამაყობ მისით

დეპუტატი ლუკა კურტანიძე მისი მეუღლის, ხათუნა მიქაცაძის თავდაცვის მინისტრის მრჩეველის პოზიციაზე დანიშვნას გამოეხმაურა. როგორც ჟურნალისტებს მან განუცხადა, იგი მეუღლის პროფესიონალიზმით კმაყოფილია და ამაყობს.
“მეამაყება, რადგან ქალბატონი ხათუნა ძალიან დიდი პროფესიონალია. მეამაყება ისიც, რომ ის ჩემი მეუღლეა. საერთოდ, ჩემი გავლენა ამ შემთხვევაში ძალიან უმნიშვნელო იქნებოდა. ის არის უბრალოდ ჩემი მეუღლე და 1996 წლიდან თავისი საქმის ძალიან დიდი სპეციალისტი. მე ვამაყობ მისით”, – აღნიშნა ლუკა კურტანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად ხათუნა მიქაცაძე დაინიშნა, რომელიც დეპუტატ ლუკა კურტანიძის მეუღლეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები