თბილისის საკრებულოში დეპუტატებმა მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ანგარიში მოისმინეს

თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს ავთანდილ სუდაძეს მოუსმინეს. აღნიშნულ სხდომას თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, თბილისის ,,მუნიციპალური ლაბორატორიის’’ ხელმძღვანელი ლაშა სამხარაძე, ,,სინათლის ქალაქის“ დირექტორი ვასილ ხორავა და ,,თბილსერვის ჯგუფის“ უფროსი გიორგი ბაგრატიონი ესწრებოდნენ. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ კომისიის წევრებს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების ფუნქციებსა და ამოცანებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარუდგინა და პრიორიტეტების, პროგრამებისა და გეგმების განხორციელების თაობაზე საკუთარი ხედვა გააცნო. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა სხდომაზე დეტალურად ისაუბრა ,,თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის’’, ,,სინათლის ქალაქისა’’ და თბილსერვის ჯგუფის“ იმ კონკრეტულ ამოცანებზე და ინოვაციებზე, როგორიცაა: ჰაილიტის, ასევე ცივი და მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიები, ე.წ. Led სანათები და ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები. სხდომა, რომელიც საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის ინიციატივით გაიმართა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პრეზენტაციის დასასრულს, დეპუტატებმა ავთანდილ სუდაძეს სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გააცნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები