საუდის არაბეთმა დროებით შეაჩერა იემენის დაბომბვა

საუდის არაბეთის არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე საათით შეაჩერეს იემენში ამბოხებულების პოზიციების დაბომბვა იმისთვის, რომ ამ რეგიონიდან პაკისტანის მოქალაქეთა ევაკუაცია მომხდარიყო. იემენიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ინდოეთმა იქ ორი სამხედრო ხომალდი გააგზავნა.
საუდის არაბეთმა და სხვა არაბულმა სახელმწიფოებმა იემენზე საჰაერო დარტყმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იქ მოქმედმა ხუსიტმა ამბოხებულებმა რამდენიმე ქალაქი დაიკავეს და მიუახლოვდნენ დედაქალაქ სანადან გაქცეული პრეზიდენტის რეზიდენციას. ამბოხებულთა პოზიციების დაბომბვის თხოვნით არაბულ სამყაროს იემენის პრეზიდენტმა აბდ რაბუ მანსურ ხადიმ მიმართა. ამბოხებულების ინფორმაციით, 3-დღიანი დაბომბვის შედეგად ათობით მშვიდობიანი ადამიანია დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები