გიორგი მარგველაშვილი: მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა პრინციპულია

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას საარჩევნო მოდელის ცვლილების საჭიროებაზეც ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, პრინციპულია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა.
“საზოგადოების მდგრადობისთვის არსებითია სტაბილური პოლიტიკური სისტემა, რომელიც პასუხობს ხალხის ინტერესებს, უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას – სხვაგვარად რომ ვთქვათ, საჭიროა ევროპული ტიპის პოლიტიკური სისტემა. ასეთი ტიპის სისტემის ფორმირებისთვის კი, საკვანძოა სწორი საარჩევნო მოდელის დანერგვა. არსებული სისტემის ხარვეზებზე ხაზი გასმულია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამაში. სხვა ცვლილებებთან ერთად, საერთო აზრით, პრინციპულია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა. იმისთვის, რომ ეს შედეგები უკვე შემდეგ არჩევნებზე მივიღოთ, აუცილებელია ამ ცვლილების ინიცირება უკვე საგაზაფხულო სესიაზე. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას. სწორედ სახელმწიფო ორგანოთა გამართულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული ქვეყნის წინსვლა და წარმატება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები