ბესო ხარძიანის საქმეზე ირაკლი კორძაია დაიკითხა

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე, მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით ჟურნალისტი ირაკლი კორძაია დაიკითხა.
როგორც კორძაიამ პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაკითხვა მოხდა იმ ინფორმაციების ირგვლივ, რომელიც ბიზნესმენის მკვლელობის შემდეგ გაახმოვანა.
მისივე თქმით, გამოძიების ინტერესებდან გამომდინარე, დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
ირაკლი კორძაია ხარძიანის კუთვნილი ქონების დაბრუნების ხელოვნურად შეყოვნების პროცესს ლაშა ნაცვლიშვილსა და ზვიად ჯანყარაშვილს უკავშირებს. ამის შესახებ ირაკლი კორძაიამ 28 მარტს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
ირაკლი კორძაიას განაცხადებით, ახლობლების, მეგობრების, ვარაუდები პირდაპირ მიდის გია უდესიანთან.
“ვინც ბესო ხარძიანს კარგად იცნობს, მას პირადი მტრები არ ჰყოლია. ერთადერთი მტერი რომელიც მას ყავდა, ეს იყო გიორგი უდესიანი, რომელიც არ არის საქართველოში”, _ აღნიშნა კორძაიამ.
მისვე ინფორმაციით, მის გარდა, იგეგმება მოკლული ბიზნესმენის სხვა მეგობრების დაკითხვაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები