ირმა ინაშვილი პროკურატურაში დაჰკითხეს

“პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე ირმა ინაშვილი პროკურატურაში დაჰკითხეს. რამდენადაც ცნობილია, მისი დაკითხვის მიზეზი ინაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც უახლოეს მომავალში ოთხი ადამიანის მკვლელობა იგეგმება.

“მაქვს ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” შიგნიდან, გეგმავენ 4 ადამიანის მკვლელობას. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც იბრძვიან სამართლიანობის აღსადგენად, თუმცა კონკრეტულად ვისზეა საუბარი, ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები