სერგო რატიანი: პრეზიდენტი შეეხო თითქმის ყველა პრობლემას, თუმცა საფუძვლებზე არ უსაუბრია

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის სერგო რატიანის შეფასებით, პრეზიდენტი პარლამენტში გამოსვლისას საქართველოში არსებულ თითქმის ყველა პრობლემას შეეხო, თუმცა მან პრობლემის საფუძვლებზე არ ისაუბრა. მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი არ გასაზღვრა.

„პრეზიდენტი შეეხო თითქმის ყველა პრობლემას, რომელიც დღეს არის საქართველოში, მაგრამ ის არ შეეხო ამ პრობლემის საფუძვლებს. მაგალითად, როდესაც ის საუბრობდა ეკონომიკაზე, თქვა, რომ ეკონომიკური პრობლემები არსებობს. არასაკმარისად და საერთოდ არ შეაფასა, თუ რა არის ამ პრობლემების საფუძველი. მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი და პრობლემა საერთოდ არ განსაზღვრა“, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები