კომპანია „ლუფტჰანსა“ A320-ის ჩამოვარდნის შემდეგ კომპენსაციის სახით 300 მლნ დოლარს გადაიხდის

გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფტჰანსამ“, რომელშიც „ჯერმანვინგი“ შედიოდა, კომპენსაციის სახით 300 მლნ დოლარი გამოყო. „ფრანც პრესის“ ცნობით, 83 მილიონი ლაინერ „ეარბას A320“-ის ფასია, ხოლო 207 მილიონი დაღუპულთა ოჯახებს გადაეცემათ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითოეული დაღუპული მგზავრის კომპენსაცია 50 ათას ევროს შეადგენს.
„ჯერმანვინგის“ A320-ის თვითმფრინავი ალპებში 24 მარტს ჩამოვარდა. გამოძიების ვერსიით, ავოიაკატასტროფა მეორე პილოტმა ანდრეას ლუბიცმა მოაწყო, რომელმაც თვითმფრინავი კლდეს შეგნებულად შეაჯახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები