ვაშინგტონთან ახლომდებარე საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა
ვაშინგტონის გარეუბანში, ერთ-ერთ ჰოსპიტალში სროლა მოხდა. ტელეკომპანია CBS News -ის ცნობით, სროლა საავადმყოფოდან გაქცეულმა პატიმარმა მოაწყო. პოლიციის ცნობით, პატიმარს ვირჯინიის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში გამოკვლევას უტარებდნენ, რა დროსაც მან გაქცევა მოახერხა. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულების შენობა პოლიციის მიერ არის ბლოკირებული. მიმდინარეობს გაქცეული პატიმრის დაკავების ოპერაცია. სროლის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.