გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს განვითარებით დაინტერესებული ქვეყნების რაოდენობის ზრდა ჩვენი უსაფრთხოების გარანტია

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა უშუალოდ არის დაკავშირებული ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს განვითარებით დაინტერესებული ქვეყნების რაოდენობის ზრდა საქართველოს უსაფრთხოების გარანტია.

“2014 წელს ჰიბრიდულმა ომებმა, ტერორიზმმა, სახელმწიფოს საზღვრების შეცვლამ მკაფიოდ დაგვანახვა, თუ რაოდენ მასშტაბური საფრთხეები ემუქრება მსოფლიო წესრიგს. მოვალენი ვართ, ზედმიწევნით სწრაფად შევაფასოთ ეს ვითარება. საქართველოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა უშუალოდაა დაკავშირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან. მიმდინარე წელს კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები როგორც საკუთრივ ევროკავშიორთან, ასევე ნატოსთან და ევროატლანტიკური სივრცის თითოეულ სახელმწიფოსთან. ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და ის უპირატესობები, რაც საინტერესოს ხდის საქართველოს სხვა ქვეყნებისათვის. საქართველოს განვითარებით დაინტერესებული ქვეყნების რაოდენობის ზრდა თავისთავად ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა. ამდენად საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში და აქ ერთიანი ძალისხმევაა საჭირო”,-განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები