გიორგი მარგველაშვილი: ადამიანზე ორიენტირებული საბიუჯეტო პოლიტიკა ჩვენი მიღწევაა და ის უეჭველად უნდა შევინარჩუნოთ

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2014 წელს საქართველოში 2008 წლის შემდეგ ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რამად ბიუჯეტის შესრულება და, შესაბამისად, უმნიშვნლოვანესი ხარჯების უზრუნველყოფა განაპირობა. მისი განცხადებით, ადამიანზე ორიენტირებული საბიუჯეტო პოლიტიკა დიდი მიღწევაა და ის უეჭველად უნდა შენარჩუნდეს. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის მიერ განხორციელებულ პრიოექტებს შორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებიც გამოყო.
” 2014 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5 პროცენტს მიაღწია. ამავე დროს, 2014 წელს 2008 წლის მერე ყველაზე მეტი – უცხოური მილიარდ 270 მილიონის ოდენობის ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება 2014 წლის ბიუჯეტის შესრულება და შესაბამისი უმნიშვნელოვანესი ხარჯების გაწევა. ადამიანზე ორიენტირებული საბიუჯეტო პოლიტიკა ჩვენი მიღწევაა და ის უეჭველად უნდა შევინარჩუნოთ. მინდა ამ თვალსაზრისით აღვნიშნო ის უმნიშვნელოვანესი წარმატებული პროექტები, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელდა. საყოველთაო ჯანდაცვის პრორამა, C ჰეპატიტის ელიმინაცია, სასწრაფო დახმარების რეფორმა. მაღალმთლიან რეგინების კლინიკების გამოსყიდვა და დიპლომის შემდგომი განათლების დაფინანსება. წამლისა და ფარმაცეპტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში რეცეპტებთან მიმართებით განხორციელებული ცვლილებები, სოფლის ამბულატორიების მშენებლობა და აღჭურვა”,-განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები