შსს-ში პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

 შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას რეფორმის პროცესში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ გახსნა. შსს-ს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე სისხლის სამართლის რეფორმაში პოლიციის კომპონენტის განახლებული სამოქმედო გეგმა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მონაცემთა დაცვის საკითხები, არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები წარადგინეს. სისხლის სამართლის რეფორმა საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2008 წლიდან მიმდინარეობს. რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, ასევე სახალხო დამცველის აპარატი და შესაბამისი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. პოლიციის სამუშაო ჯგუფის მიზანია პოლიციაში მიმდინარე რეფორმების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები