ჯანდაცვის სამინისტროს უწყებით, პრეპარატ „ლანტუსის“ პაციენტებისთვის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს “ლანტუსის” პრეპარატი პაციენტებს შეფერხებით გადაეცემათ, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი განცხადებით, აღნიშნული პრეპარატი მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა პაციენტს შეუფერხებლად მიეწოდება.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერთადერთი ცვლილება, რომელიც კვირის ბოლომდე, ანუ მედიკამეტის ახალი პარტიის შემოსვლამდე იმოქმედებს, ის არის, რომ ნაცვლად 3 თვის მარაგისა, ბენეფიციარები პრეპარატის 1 თვის მარაგს მიიღებენ. ცვლილება გამოწვეული იმ მიზეზით, რომ სამინისტრომ გააფართოვა პრეპარატის მიმღებთა წრე. პრეპაარატი „ლანტუსი“ შეუფერხებლად გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორ სააფთიაქო ქსელ „მედფარმაში“. აღსანიშნავია, რომ დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდულია ინსულინები, მათ შორის ამ პრეპარატის ანალოგები, როგორც ბავშვთა ასევე 18 წელზე უფროსი ასაკის ბენეფიციარებისათვის. რაც შეეხება ბავშვთა ასაკისათვის, მათთვის შესყიდულია როგორც ფლაკონები, ასევე კარტრიჯები (ინსულინის ანალოგები) მათთან თავსებადი ინსულინის შპრიც-კალმები და ნემსები. აქედან გამომდინარე, უფროსი ასაკის ბენეფიციარებისათვის პროგრამულად გათვალისწინებული არ არის შპრიც-კალმების შესყიდვა, სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს ამ ასაკისათვის კალმების განსაზღვრული რაოდენობით შემოტანას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები