საქართველოში ქორწინების მაჩვენებელი შემცირდა, განქორწინების – გაიზარდა

საქართველოში ქორწინებების მაჩვენებელი 9,1 %-ით შემცირდა, ხოლო განქორწინების მაჩვენებელი 12,7 %-ით გაიზარდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2014 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 9,1 პროცენტით შემცირდა და 31 526 შეადგინა. 2014 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ კი 9 119 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12,7 პროცენტით აღემატება. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 27,5 პროცენტით გაიზარდა განქორწინებათა რიცხვი 0-10 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებებში. განქორწინებათა საერთო რაოდენობაში 1 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებების წილი ყველაზე მაღალი – 7,7 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები