ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა

იერუსალიმის სასამართლომ ისრაელის მე-16 პრემიერ-მინისტრს ეჰუდ ოლმერტს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ოლმერტი კორუფციაშია ბრალდებული.
სასამართლოს ინფორმაციით, იერუსალიმის მერად და ისრაელის მრეწველობის მინისტრად ყოფნის დროს ოლმერტმა ასობით ათასი დოლარი აიღო ქრთამის სახით ბიზნესმენ მორის ტალანსკისგან. სანაცვლოდ კი მისი ბიზნეს-ინტერესების ლობირებას ეწეოდა. ამ ბრალდებების გამო ოლმერტმა 2008 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. სასამართლოს განაჩენი 7 მაისს იქნება გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები