საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრებიან

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტში, რომელიც დღეს 13:00-ზე გაიმართება, არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრებიან. მათ შორის: „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველო“, სიდა, „სამართლიანი არჩევნები“, „იდენტობა“, „აიდიეფი“, „ლიბერალური აკადემია – თბილისი“, საქართველოს რეფორმების ასოციაცია.
აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელი მოხსენებას დაესწრებიან ფრაქციების თავმჯდომარეებიც. მოხსენების შემდეგ დებატები არ გაიმართება. ხოლო დაესწრებიან თუ არა მოხსენებას მთავრობის წევრები, ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები