პრეზიდენტის მისვლამდე პარლამენტში წვიმას სათლებით “უმკლავდებიან“

ქუთაისის პარლამენტის შენობაში წვიმს. მიუხედავად იმისა, რომ შენობა რამდენჯერმე გაარემონტეს, დერეფანში ისე წვიმს, როგორც გარეთ. პარლამენტის შენობის ფოიეში წვიმას სათლებით “უმკლავდებიან“. შეგახსენებთ, რომ დღეს, 13:00-ზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება. ქვეყნის პრეზიდენტი ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში გამოსვლისას ყურადღებას ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე გაამახვილებს. მათ შორის ეკონომიკურ, საგარეო, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მდგომარეობაზე, ინსტიტუციურ თემატიკაზე, დემოკრატიულ ფასეულობებზე და ადამიანის უფლებებზე. ამასთან, რამდენადაც ცნობილია, განხილული იქნება ეროვნული ვალუტის დევალვაციის საკითხიც. გაიმართება თუ არა დღევანდელი მოხსენების ირგვლივ დებატები და დაესწრებიან თუ არა აღნიშნულ სხდომას მთავრობის წევრები, ამ დრომდე უცნობია.
parlamenti

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები