შსს-ს კრიმინალური პოლიციის დელეგაცია ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციას ოფიციალური ვიზიტით ეწვია

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ივანე პაპიაშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ჩიკვაიძე და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მიხეილ ძაგნიძე, ლიტვის რესპუბლიკის შსს-ს პოლიციას ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ. ლიტვაში ქართულ დელეგაციას ლიტვის რესპუბლიკის პოლიციის გენერალური კომისარი ლინას პერნავასი, მისი მოადგილე ედვარდას შილერისი, კრიმინალური პოლიციის ბიუროს უფროსი როლანდას კიშკისი, მისი მოადგილეები – ანჯეუს როგინსკისი და არტურას ბაზისი მასპინძლობდნენ. აღნიშნული ვიზიტის მიზანი ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის მიერ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე გატარებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება, შემდგომში საუკეთესო პრაქტიკის საქართველოში დანერგვის მიზნით, ასევე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 14 იანვრიდან „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ ძალაში შევიდა. 2013 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები