ყირიმის ლგბტ წევრები რუსეთის შემადგენლობაში ნახევარკუნძულის შესვლის შემდეგ საკუთარი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ

ყირიმის ლგბტ წევრების მდგომარეობა რუსეთის შემადგენლობაში ნახევარკუნძულის შესვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა. ამის შესახებ „გაზეტა. რუ“ იუწყება.
სტატიის ავტორს ყირიმის ე.წ პრემიერ-მინისტრის სერგეი აქსიონოვის სიტყვები მოყავს, რომელიც ყირიმში ლგბტ ყველა ღონისძიების წინააღმდეგ გამოდიოდა.
„დასავლეთში უკვე მამაკაცები ქორწინდებიან. თქვენ რა, გაგიჟდით? ასეთი რამ ჩვენთან არ მოხდება. ხელისუფლება ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა აქსიონოვმა.
ადგილობრივი ჰომოსექსუალები გეი-ბარების დახურვას და მათი საყვარელი საკურორტო ადგილების დაცარიელებაზე საუბრობენ. „ადრე კორორტ სიმეიზე ძირითადად გეები და ლესბოსელები ისვენებდნენ. ახლა კი იქ დონბასიდან დევნილები ცხოვრობენ“, – ამბობენ ლგბტ წევრები. გარდა ამისა, ყირიმელი გეები ამბობენ, რომ „ყირიმის თავდაცვამ“ მათზე ნადირობა გამოაცხადა. მათი თქმით, ხშირია ჰომოსექსუალების ცემის ფაქტები. გეებს ეუბნებიან, რომ „მოკლავენ თუ გეიროპაში არ წავლენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები