ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის, ან გაგრძელების საკითხი დღეს გადაწყდება

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება შეიძლება დღეს იყოს მიღწეული. ამ შემთხვევაში დოკუმენტის ხელმოწერა სამშაბათს მოხდება. აქტიური მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში დიპლომატები საბოლოო შეთანხმების მიღწევას დღეს შეეცდებიან, ვინაიდან მოლაპარაკების ვადები 31 მარტს იწურება. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ირანი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას არა ეტაპობრივად, არამედ ერთბაშად ითხოვს. თეირანი კი ამ შემთხვევაში 10 წლის ვადით ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას შეზღუდავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები