გუდამაყრის ქუჩაზე ასფალტის საფარის ფრაგმენტული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე ასფალტის საფარის ფრაგმენტული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ დაათვალიერეს.
„ქუჩაზე მოიჭრა ასფალტის დაზიანებული ფენა და 1300 კვ.მეტრის ფართობზე ეწყობა ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი. სამუშაოებს კომპანია “ლუკრი” 170 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს. კონტრაქტის თანახმად, კომპანია გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში სხვადასხვა ქუჩის შეკეთებებს უზრუნველყოფს. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის თქმით, ქუჩების ორმოული და ფრაგმენტული შეკეთებები მთელი თბილისის მასშტაბით, ყველა რაიონში მიმდინარეობს“,- აღნიშნავენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები