ინდოეთში წყალდიდობას 10 ადამიანი ემსხვერპლა

10 ადამიანი დაიღუპა და 20 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ჯამუს და ქაშმირის შტატებში მომხდარი წყალდიდობის შედეგად. კოკისპირული წვიმების გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა. ხუთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ზოგიერთ რაიონში სასწავლო დაწესებულებები დაიხურა. გასული წლის სექტემბერში ამავე შტატებში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 200 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები