“ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა სამუდამოდ დარჩნენ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარ სიმბოლოებად

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა სამუდამოდ დარჩნენ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარ სიმბოლოებად.
“დღეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მას ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში მოუწია მოღვაწეობა და ის ტრაგიკული წლები მძიმე ტვირთად აწევს ჩვენს მოგონებებს. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა სამუდამოდ დარჩნენ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარ სიმბოლოებად. მათი სახელები განუყოფელია ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეისგან”, – ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები