ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა

ავსტრალია ოფიციალურად შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას. ის ძალაში 31 მარტს შევიდა. გამოცემა The Australian-ის ინფორმაციით, საუბარია ნავთობის და გაზის, ფინანსური და თავდაცვის სფეროების სანქციებზე – ქვეყნის ხელისუფლების განკარგულებით, შეწყდება რუსეთში იარაღისა და ნავთობ-გაზის მოწყობილობების ექსპორტი. რუსულ ბანკებს ავსტრალიური კაპიტალის ბაზარზე წვდომა აეკრძალათ. საკუთარ კომპანიებს კი ავსტრალიამ ყირიმთან ვაჭრობა და ნახევარკუნძულის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელება აუკრძალა. ავსტრალიის სანქციები ახლა 113 ფიზიკურ და 32 იურიდიულ პირს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები