„აეროფლოტმა“ პერსონალის შემცირება დაიწყო

„აეროფლოტმა“ კომპანიაში დასაქმებულთა შემცირება დაიწყო. რუსული ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის ვიტალი საველიევის ინფორმაციით, ეს ღონისძიება „აეროფლოტის“ ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
შემცირებები როგორც თავად „აეროფლოტში“ მიმდინარეობს, ასევე ჰოლდინგის სხვა კომპანიებშიც – „დონავიაში“, „ორენბურგის ავიახაზებში“ და ავიაკომპანია „როსიაში“. „აეროფლოტის“ „ქამრების შემოჭერა“ მგზავრების გადაყვანის შემცირებით არის გამოწვეული, გარდა ამისა, რეისების განრიგიდან ამოგდებული იქნება ფრენები დუბროვნიკის, კარლოვი – ვარის, კრაკოვის, პუნტა კანას და ტორონტოს მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები