დავით საგანელიძე უმრავლესობაში რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უმრავლესობაში რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს.
საგანელიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს უმრავლესობის შიგნით დაპირისპირება არსებობს, ოპონენტებისა და გარკვეული ორგანიზაციების სურვილად მოიხსენიებს.
„როგორც წინა მმართველობის დროს ყველა ავტომატურად იმეორებდა იმას, რასაც ქვეყანაში ერთი კაცი ამბობდა, ასეთი უმრავლესობა, ღმერთმა არ ქნას, რომ ქვეყანაში იყოს. აზრთა სხვადასხვაობა რომ არის, ეს ჩვენი სიძლიერეა, და თუ მივდივართ კონსენსუსამდე, ძალიან კარგი, თუ განსხვავებული პოზიცია დასტურდება, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ”, – განაცხადა დავით საგანელიძემ. უმრავლესობაში სხვადასხვა თემაზე არსებულ განსხვავებულ მოსაზრებებზე ლაპარაკობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თუმცა ზვიად ძიძიგური, საგანელიძის მსგავსად, დაპირისპირებას უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები