ხვალიდან დაუბეგრავი მინიმუმის გაცემა იწყება

1 აპრილიდან დაუბეგრავი მინიმუმის გაცემა დაიწყება. დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებას მოქალაქეები ინტერნეტის საშუალებითაც შეძლებენ. ამისთვის მოქალაქემ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე: www.rs.ge განთავსებული შესაბამისი ფორმა უნდა შეავსოს. ელექტრონულ დეკლარაციაში პირადი ნომრი და საბანკო რეკვიზიტი უნდა მიუთითოთ, რის შემდეგაც მიიღებს ინფორმაციას დასაბრუნებელი თანხის რაოდენობის შესახებ. დეკლარაციის შევსება შესაძლებელია ასევე, საბანკო დაწესებულებებში.
თუ პირს ხელფასის სახით ერიცხება 6 ათას ლარზე თუნდაც 1 თეთრით მეტი, ის ამ შეღავათით ვერ ისარგებლებს. ფინანსთა სამინისტროს ვარაუდით, შეღავათით 600 ათას მოქალაქეზე მეტი ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები