შემოსავლების სამსახურმა საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაფორმების ეკონომიკური ზონა “აეროპორტის” თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების საფოსტო გზავნილის სახით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
მებაჟე-ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქე ფ.ც.-ის სახელზე ჩამოსულ ამანათში შამპუნის ქილით გამოგზავნილი 57 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMADOL-ის შემოტანა სცადა სგპ “წითელი ხიდის” ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მოქალაქე ს.ზ.-მა. მისი კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა აღნიშნული მედიკამენტის 9 კაფსულა აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ქვემო ქართლის საპტრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს.