ჩინეთის უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს ექვსი საყვარელი ჰყავდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს ექვსი საყვარელი და ორი უკანონო შვილი აღმოუჩინეს. ამის შესახებ Rinminwang-ის ინფორმაციაშია მითითებული. ჩინეთის კომუნისტური პარტიის დისციპლინარულმა კომისიამ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ 59 წლის მა ძიანს პეკინში 6 ვილა ჰქონდა, სადაც თავის საყვარლებს მალავდა. ორი მათგანი ასევე უშიშროების სისტემაში მუშაობდა. ჩინეთში ამჟამად კორუფციის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია მიმდინარეობს.