ჰარისონ ფორდი საავადმყოფოდან გამოწერეს
ცნობილი ჰოლივუდელი ვარკვლავი ჰარისონ ფორდი, რომელიც თვითმფრინავის ავარიის გამო საავადმყოფოში მოხვდა, სამკურნალო დაწესებულებიდან გამოწერეს. 72 წლის ფორდი ავარიაში 5 მარტს მოხვდა. მზახიობი Ryan PT-22 Recruit-ის ტიპის თვითმფრინავს მართავდა, რა დროსაც მან ავარია განიცადა და ლოს-ანჯელესის მახლობლად გოლფის მოედანზე ჩამოვარდა. თვითმფრინავის ავარიის მიზეზი ძრავის მწყობრიდან გამოსვლა გახდა. ჟურნალ People-ის ინფორმაციით, ჰარისონ ფორდს თავი დაუზიანდა, ასევე მენჯის ძვლისა და ტერფის მოტეხილობა აღენიშნებოდა. ჰარისონ ფორდი კარგად მართავს თვითმფრინავს და მას ფრენის დიდი გამოცდილება აქვს. მსახიობი ავიაკატასტროფაში ადრეც მოხვედრილა.