თურქული ავიალაინერი მაროკოში აფეთქების საფრთხის გამო დაჯდა
„თურქული ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან სან-პაოლოში მიფრინავდა, იძულებული იყო, მაროკოში დამჯდარიყო. „თურქიშ ეარლაინის“ ავიალაინერის ეკიპაჟმა მის ბორტზე დამონტაჟებული ბომბის შესახებ ინფორმაცია მიიღო. ამჟამად თვითმფრინავს გამნაღმველები ამოწმებენ.
ავიაკომპანიების მხრიდან 24 მარტს საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული. ერთ-ერთი განკარგულების მიხედვით, კაბინაში მხოლოდ ერთი პილოტის დარჩენა იკრძალება.