დევიდ ქემერონმა პარლამენტი დაითხოვა
დიდ ბრიტანეთში 7 მაისს საპარლანეტო არჩევნები დაინიშნა. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა პარლამენტის დათხოვნის შესახებ განაცხადა. პრემიერმა შესაბამისი თხოვნით დედოფალს უკვე მიმართა. პარლამენტის დაშლა საარჩევნო კამპანიის დაწყებას ნიშნავს. ქემერონის კონსერვატიული პარტიის მთავარი კონკურენტი – „ლეიბორისტი“ ედ მილიბენდი ევროკავშირში ბრიტანეთის დარჩენის ინიციატივით გამოდის. მაშინ, როდესაც ქემერონმა უკვე დააანონსა თავისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ამ საკითხზე 2017 წელს რეფერენდუმის ჩატარება. წინაწარი კვლევების მიხედვით ამ ეტაპზევე ქემერონის პარტია 2-3%-ით უსწრებს ძირითად კონკურენტს.