ისლამ კარიმოვი კვლავ უზბეკეთის პრეზიდენტად აირჩიეს
უზბეკეთის მოქმედი პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი, წინასწარი ინფრომაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს. მან ამომრჩეველთა ხმების 90,39% მიიღო. კარიმოვის სამმა მთავარმა კონკურენტმა ჯამში ამომრჩეველთა 9 პროცენტის მოგროვება შეძლო. ეუთოს წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, მათი მსვლელობა გააკრიტიკეს. ევროპელი დამკვირვებლების განცხადებით, არჩევნები პოლიტიკური კონკურენციის გარეშე ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ კარიმოვი ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერებს შორის ყველაზე ხანდაზმულია. მას წელს 77 წელი შეუსრულდა.