ჯორჯ სოროსი უკრაინაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს
მილიარდერი ჯორჯ სოროსი ამბობს, რომ მას აქვს “უკრაინაში ინვესტირების კონკრეტული იდეები, ძირითადად, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის პროექტებში“. როგორც სოროსმა ავსტრიულ გაზეთ „დერ სტანდარტს“ განუცხადა, მთლიანად უკრაინას 50 მილიარდი ევროს ინვესტიციები სჭირდება. სოროსმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ანგელა მერკელის პოლიტიკას აკრიტიკებდა, ამჯერად მისი მუშოაბა დადებითად შეაფასა. მილიარდერის თქმით, უკრაინის საკითხში მერკელი „მოქმედებს, როგორც ევროპელი პოლიტიკოსი და არ ასრულებს გერმანიის ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს“.