ნიგერიაში არჩევნების დღეს ისლამისტებმა 20 ადამიანს თავი მოჰკვეთეს

„ბოკო ხარამის“ ისლამისტურმა დაჯგუფებამ ნიგერიაში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ბორნოს შტატში 20 ადამიანი მოკლა, შემდეგ მათ თავები მოჰკვეთეს და სახლები გადაწვეს. მთლიანად კი ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში „ბოევიკების“ თავდასხმების შედეგად 40 ადამიანია მოკლული. ნიგერიაში არსებული რთული სიტუაციის გამო, საპრეზიდენტო არჩევნები 28 და 29 მარტს გაიმართა. ხელისუფლებამ ამ დღეებში სახმელეთო საზღვარი გადაკეტა, რათა ქვეყანაში შეიარაღებული პირები არ შესულიყვნენ. მანამდე კი სამთავრობო ჯარებმა ისლამისტებისგან ქალაქი გუოზა გაათავისუფლეს და „ბოკო ხარამის“ შტაბბინა გაანადგურეს. „ბოკო ხარამი“, რომელიც ითარგმება როგორც „დასავლური განათლება – ცოდვაა“, ნიგერიის ჩრდილოეთით ხალიფატის შესაქმნელად იბრძვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები