მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავი მიანმარიდან ჩინეთში გაფრინდა

თვითმფრინავი Solar Impulse 2, რომელიც დედამიწის გარშემო მოგზაურობს, მიანმარის ქალაქ მანდალაიდან აფრინდა და გეზი ჩინეთის მიმართულების აიღო. თვითმფრინავმა 2 საათის და 20 წუთის განმავლობაში 1375 კილომეტრი უნდა დაფაროს და ჩინეთის ცენტრში მდებარე ქალაქ ჩუნცინში დაჯდეს. ჩინეთის შემდეგ „მზის თვითმფრინავმა“ წყნარ ოკეანეს უნდა გადაუფრინოს და ჰავაის კუნძულების შემდეგ ფინიქსში და ნიუ – იორკში დაჯდეს. მოგვიანებით კი ატლანტის ოკეანეს გადაუფრენს და სამხრეთ ევროპაში, ან ჩრდილოეთ აფრიკაში დაჯდომის შემდეგ აბუ – დაბიში დაბრუნდება, მთელი მოგზაურობა 5 თვეს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები