რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნემცოვის მკვლელობის შემკვეთის კვალს მიაგნო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადგინა იმ პიროვნების ვინაობა, რომელმაც რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელებს პისტოლეტი და ავტომანქანა გადასცა. გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, ამ ადამიანის ზედმეტსახელია „რუსლიკი“, ხოლო სახელი და გვარი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ საჯაროვდება. ცნობილია მხოლოდ, რომ ის, ბრალდებულებივით, ჩეჩნეთის მკვიდრია.
„რუსლიკის“ არსებობის შესახებ გამოძიებას ნემცოვის მკვლელობაში ძირითადმა ბრადებულმა ზაურ დადაევმა შეატყობინა. გამოძიება მკვლელობის რელიგიურ მოტივებს ამ ეტაპზე არ იზიარებს. მართალია, ნემცოვი ისლამისტების მიერ დაცხრილული ფრანგული სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ რედაქციის მხარდასაჭერად გამოდიოდა, საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებულები არ არიან ძალიან რელიგიურები, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა ნემცოვის არსებობის შესახებ ადრე არაფერი იცოდა. ამ ეტაპზე გამოძიების ძირითადი ვერსიაა – შეკვეთილი მკვლელობა რამდენიმე შუამავლის გამოყენებით.