ჩილეში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა
ჩილეს ჩრდილოეთით წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-ს შეადგენს. კიდევ 20 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ჩილეს საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულ რაიონებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს იყენებენ. წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, რომლებიც ჩილეში უკვე ერთი კვირააა გრძელდება. ეს ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა ამ ქვეყანაში ბოლო 80 წლის განმავლობაში.