აღმოსავლეთ უკრაინაში სიგარეტი „ნოვოროსია“ გაჩნდა
პრორუსი „ბოევიკების“ მიერ ოკუპირებული აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე სიგარეტ „ნოვოროსიას“ ყიდიან. სიგარეტის ყუთი სტანდარტული მოთხოვნების გარეშეა შესრულებული, რაც თამბაქოს ნაწარმის დროს უნდა იყოს დაცული. ასე, მაგალითად, მასზე არ არის მითითებული ინფორმაცია ადამიანზე მოწევის მავნე ზეგავლენის შესახებ. სიგარეტის მწარმოებელი უცნობია. „ნოვოროსიას“ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს – კერძოდ, დონეცკის და ლუგანსკის ოლქს უწოდებენ, სადაც პრორუსმა სეპარატისტებმა გასულ წელს დამოუკიდებლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარეს.