ანდრეას ლუბიცის მეგობარი გოგო მისგან შვილს ელოდება

„ეარბას A-320“-ის მეორე პილოტის ანდრეას ლუბიცის მეგობარი გოგო ამბობს, რომ დაღუპული პილოტისგან შვილს ელოდება. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Bild-ს განუცხადა. 26 წლის კეტრინ გოლდბახმა ორსულობის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გაიგო. როგორც ცნობილი გახდა, ავიაკატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე ისინი დაშორდნენ. Sunday Express-ი დიუსელდორფის პოლიციელის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ანდრეას ლუბიცი ხშირად სტუმრობდა ვიდეოსაიტებს, რომლებიც სექსუალური გარყვნილობის, ასევე სუიციდის მასალებს შეიცავდა. ამ მასალების შემვცელი დისკი პოლიციამ ლუბიცის ბინაში აღმოაჩინა. გამოცემა Bild am Sonntag-ის გვერდებზე „შავი ყუთის“ მასალებზე დაყრდნობით, თვითმფრინავის სალონში ბოლო წუთების აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა. ამ მასალების მიხედვით გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავის მეორე პილოტმა ანდრეას ლუბიცმა თვითმფრინავის დაშვება შეგნებულად დაიწყო და ის 700 კმ/სთ სიჩქარით კლდეს შეაჯახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები